სასტუმროში ,,რედისონ-ბლუ ივერია“ ევროკავშირის და ევრიპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი 2015

2 ივნისს, ევროპის საბჭოს ორგანიზებით, სასტუმროში ,,რედისონ-ბლუ ივერია“ ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერა“ ოფიციალური გახსნითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ოფისების წარმომადგენლებმა გახსნეს. შეხვედრაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის გამოწვევბზე, რეფორმებზე და საქართველოში ადვოკატის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა. პროექტი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროკავშირსა და ევროპის საბჭოს შორის 2014 წელს დადებული შთანხმების ნაწილი, რომლის ძირითადი მიმართულებებია: საკანონმდებლო ბაზის, ასოციაციის ეთიკის კომისიისა და რეგულაციების მუშაობის დახვეწა, განგრძობადი იურიდიული განათლების ხელშეწყობა, საკვალიფიკაციო გამოცდის ფორმატის დახვეწა. შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი